მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2 ამნისტიაზე საუბარი უხერხულია, ეს არის ნონსენსი“ - თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი კენჭს საბურთალოზე იყრის

„საერთოდ უხერხულია 2 ამნისტიაზე საუბარი, ეს არის ნონსენსი, მართლა ინფანტილიზმი“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„საერთოდ უხერხულია 2 ამნისტიაზე საუბარი, ეს არის ნონსენსი, მართლა ინფანტილიზმი. ოპოზიცია გამოსავალს ეძებს. არ ვიცი, როგორ გაჟღერდება, მაგრამ ჩემთვის ვფიქრობ, 2 დღეა. რასაც ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში მძიმე ძალადობრივ დანაშაულს არ შეეხება, მაგრამ თუ ასე წავიდა საქმე, მოდით, საყოველთაო პოლიტიკურ საქმეებზე ვამბობ, არაძალადობრივზე, საყოველთაო ამნისტია გამოვაცხადოთ“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, ეს არის სამარცხვინო ამნისტია.

„სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფება პოლიტიკური სპექტრი, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი. ამ დოკუმენტს გამარჯვებად ვერ მონათლავ, შეუძლებელია, ლაფსუსები არის ამ დოკუმენტში. ამიტომ ისევ სჭირდება გარედან ოპოზიციის და ხალხის დახმარება, რომ ეს სისულელე, რაც დაემართათ, როგორმე ერთად გამოვასწოროთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან ერთი „ქართული ოცნების“, ერთი კი ოპოზიციის მიერ არის მომზადებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉ოპოზიციის კანონპროექტი სრულად