მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეს და ყველამ უნდა მისცეს ხმა ცვლილებას“ - ზურაბ ჯაფარიძე

„2 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეს და ყველამ უნდა მისცეს ხმა ცვლილებას“

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს და აღნიშნავს, რომ მათ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი აცხადებს, ქვეყანამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია.

„რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. თუ ამ ქვეყნის მოქალაქეები დაიჯერებენ, რომ მათ ხელში არის ძალა და მათი ხმა არის ერთადერთი იარაღი, გამოვლენ არჩევნებზე და ცვლილებებს ხმას მისცემენ, ასეთ შემთხვევაში მმართველ გუნდს მოგების შანსი არ აქვს.

მთავარი არის რწმენა ადამიანებში, რომელთაც ხელი აქვთ ჩაქნეული ყველაფერზე, ნიჰილიზმში არიან გადავარდნილი და ფიქრობენ, არაფერი გვეშველება, ამ ადამიანებმა უნდა გამოიღვიძონ, გამოფხიზლდნენ, რადგან მათ გარდა და მათი ხმის გარდა ამ წუთში ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლის. 2 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეს და ყველამ უნდა მისცეს ხმა ცვლილებას“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.