მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2012 წელს ციხის კადრები რომ გავრცელდა, სააკაშვილის პასუხისმგებლობა იყო?“ - კახა ქემოკლიძე ბოკუჩავას

საქართველოსთვის წევრი კახა ქემოკლიძე და ნაცმოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხდებოდა, ექსპრემიერის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა არ იყო.

„ბატონი გახარიას პასუხისმგებლობა იყო თუ არა სუსში რაც ხდებოდა, პასუხი არის არა. პრემიერის პირდაპირი პასუხისმგებლობა არ იყო. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. 2012 წელს ციხის კადრები რომ გავრცელდა, პრეზიდენტის პასუხისმგებლობა იყო?“, - მიმართა ქემოკლიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

რის საპასუხოდაც ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური პირების.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნებში დამარცხდა. დღეს ბატონი გახარია გვეუბნება, „მე არაფერ შუაში ვარ“, - მიმართა ბოკუჩავამ კახა ქემოკლიძეს.

თავის მხრივ, კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ არაფერი იცოდა.

„რა თქმა უნდა, არ იცოდა. გიდასტურებთ, რომ არ იცოდა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა თუ არა ციხის კადრებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მთლიანად ლიდერშიფმა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა“.