მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა არ არის სწორი“ - ბენ ჰოჯესი

„3+3 ფორმატში  საქრთველოს მონაწილეობა არ არის სწორი“

ამერიკელმა გენერალმა და შეერთებული შტატების ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა 3+3 ფორმატზე „ფორმულას ეთერში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა მასში არასწორი იქნება.

„არ ვიცი, როგორ შეიძლება, ადამიანს სჯეროდეს კრემლის და რაიმე შეთანხმების მათთან, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და მავთულხლართები გავლებულია. არ მგონია ადამიანი არსებობდეს, ვისაც კრემლთან შეთანხმების სჯერა. არ არის სწორი, საქართველო იყოს ამ ყველაფრის ნაწილი და არ ვარ ამის მომხრე“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ინფორმაციისთვის, 3+3 ფორმატის შექმნის ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდა. ფორმატი ირანის, თურქეთის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საზოგადოებას ჯერჯერობით ფიქრისთვის მიეწოდა მთავრობის პოზიცია, რომ საქართველომ გეოპოლიტიკურ პროექტებში რაიმე ფორმით მიიღოს მონაწილეობა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველო „3+3“ ფორმატს შეუერთდება

👉 ზალკალიანი: საქართველო პირდაპირი დიალოგის მომხრეა, თუმცა ოკუპანტთან საუბარი რთული იქნება

👉 „3+3 ფორმატში მონაწილეობა საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს“ - კახა გოგოლაშვილი