მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„6 თვე წაღმა-უკუღმა იარეთ და ახლა აქ სხედხართ პარლამენტში“ - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

საპარლამენტო დეპუტატი ირაკლი ზარქუა

„2012 წელს ჩვენს ნავში ისხედით და აქებდით ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს არმაზ ახვლედიანს.

ამასთან, ზარქუამ საპარლამენტო ოპოზიციასაც მიმართა და განუცხადა, რომ „შეეშვან არჩევნების საკითხს“.

ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიციამ 6 თვე წაღმა-უკუღმა იარა და მაინც პარლამენტში შევიდა.

„ოპოზიციის პასუხები მაგონებს ქართულ ანდაზას „კატა ვერ შეწვდაო ძეხვსაო“. ბატონ არმაზ ახვლედიანს მინდა ვუპასუხო. ბატონო არმაზ, 2012 წელს ჩვენს ნავში ისხედით. ასე მახსოვს გადმოცემით, ერთი, ორჯერ მყავხართ ნანახი, როგორ აქებდით ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და როგორ გმობდით სააკაშვილს და მის პარტიას.

მაშინ თქვენთან ერთად მთელ საქართველოს ებრძოდა სოდ-ი, კუდ-ი და მთელი ეს ჯალათები, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც მართალი ხარ შინაგანად, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის მუხტს წინ ვერაფერი დაუდგება.

მაგალითია ის, რომ 2012 წელს მწვალებელთა პარტია პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვით. მთელი ევროპა გეუბნებათ, რომ არ გაყალბებულა არჩევნები კონკრეტული მაგალითებით. ეუთო/ოდირმა დასკვნა დადო, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლება იყო დაცული.

მიუხედავად ამისა, მაინც 6 თვე იარეთ წაღმა-უკუღმა, ხან რა იძახეთ და ხან რა. იძახეთ გამორიცხულია, არ შევალთ პარლამენტშიო და აქ სხედხართ. მივესალმები იმას, რომ სხვებთან ერთად გათავისუფლდით სააკაშვილის ტყვეობისგან. არჩევნების თემას შეეშვით, გავლილია და ვერ დაამტკიცეთ. 3 თვეა გელოდებით გეუბნებით „მობრძანდით, ჩაერთეთ“. ყველა ბერკეტი გაქვთ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „სეზონი არ ჩავარდეს მოხსენით კომენდანტი“ - დავით ზილფიმიან

🔴 „ნებისმიერ პატიმრობას აქვს და უნდა ჰქონდეს ვადა“ - იაგო ხვიჩია „კომენდანტის საათზე“

🔴 „ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა და საწვავის ფასები კოსმოსში მიფრინავს“ - ელისაშვილი

🔴 მამუკა მდინარაძე: ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაწევა იმ პრიმიტიული დეზინფორმაციით გადაწყვიტეს, თითქოს ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი