მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აბსურდულია, რომ ორმა კარტოგრაფმა გადაწყვიტა“ - ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯზე

ღირსეული პარტნიორი 2020

„მე მჯერა გამოძიება დაადგენს ყველა იმ მოტივს, რატომ მიიღო წინა მთავრობამ ეს. სპეკულაციები ხშირად ხდება, რომ ორმა კარტოგრაფმა გადაწყვიტა ეს, რაც აბსურდულია, ასეთი საკითხების გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რაშიც ვგულისხმობ პრეზიდენტს ან პრემიერს“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მისი მოსმენისას განაცხადა. 

მინისტრობის კანდიდატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების 1996 წელს გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტის მიუხედავად, საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი იყო ის გადაწყვეტილებები, რომელიც წინა მთავრობამ, სააკაშვილის დროს მიიღო და სწორედ ეს აქვს გასარკვევი და დასადგენი პროკურატურას. მიიღეს ძალიან საშიში გადაწყვეტილებები, რაც განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას და უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის. რომელიც ხსენებული რუკის მიხედვით, სრულად არის ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მან განმარტა, საკითხის შესწავლა მან პრემიერის რანგში დაიწყო.

„ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს დავიწყე ამ საკითხის შესწავლა, ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო და არის ახლა, როგორც მთავრობის წევრის და გავარკვიეთ, რომ ყველა ის რუკა და თანმდევი დოკუმენტაცია საქართველოს არქივებიდან იყო გამქრალი. მეორე დამაეჭვებელი გარემოება რაც გამოიკვეთა, წინა მთავრობას და კომისიას ჩემი ინფორმაციით, არასოდეს არ მიუმართავს და მცდელობა არ ჩაუდენია, რომ ეს რუკა ყოფილიყო მოძიებული და ამის მიხედვით ყოფილიყო შეთანხმებული.

უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, წინა მთავრობა, კომისია ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა.შედეგად, ხდებოდა არამართლზომიერი , ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმების გაფორმება. ოპონენტებისგან მოვისმინეთ, რომ არაფერი ყოფილა შეთანხმებული, რაც არის ტყუილი. 2006-07 წლებში, კონკრეტულად ეს მონაკვეთი იქნა შეთანხმებული და ნაცვლად იმისა, საზღვარი გაეტარებინათ დავით გარეჯის კომპლექსის ქედის ძირში, როგორც არის ამ რუკით, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე. ეს არის მთავარი დარღვევა, ჩემი აზრით დანაშაული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

👉 დაკავებულები ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.