მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადამ კინზინგერი: არ ვფიქრობ რომ ამ წუთში სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს

კონგრესმენი

„არ ვფიქრობ რომ ამ წუთში წკეპლის, მაგალითად სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, ახლა ეგ შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი ეს ამერიკაშიც გვინახავს,- ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კინზინგერი იმედოვნებს, რომ არ იქნება საჭირო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა.

„რაც შეეხება ინსტრუმენტებს, არ მინდა ვისაუბრო საბაზისო, განსჯის და დაჯილოდოების, წკეპლისა და თაფლაკვერის საბაზისო საკითხებზე როცა საქმე პოზიტიურ ინიციატივას ეხება. ჩვენ გვაქვს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, გვაქვს მჭიდრო სამხედო თანამშროლობა. ეს ისაა, რისი გადაფასებაც მოგვიწევს თუ ღრმა დემოკრატიულ უკუსვლას ვიხილავთ, მაგრამ იმედია, ეს უბრალოდ ჩავარდნაა და არ იქნება საჭირო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა. არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში წკეპლის, მაგალითად სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, ახლა ეგ შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი ეს ამერიკაშიც გვინახავს“,- განაცხადა კინზინგერმა.