მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანი 48 საათით აღმოჩნდება ციხეში, ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა ნორმა შემოვიღეთ“ - იაგო ხვიჩია

გირჩია წევრი

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მავნებლურია და საბჭოთა კავშირის დროინდელ მიდგომას წარმოადგენს.

კერძოდ, საუბარია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის მიერ საპატიმროში გასატარებელი მაქსიმალური დროის 48 საათით განსაზღვრაზე.

„ზუსტად ვიცი, რომ ვერ გავაჩერებ დღეს ამ კანონპროექტის მიღებას. ეს არის ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული ყველაზე ბოროტი პროექტი. ჩვენ ფაქტობრივად, ამით 12-საათიანი პატიმრობის ვადა აქტივიზმზე გავზარდეთ 48 საათამდე. 24-პლუს 24 არის ფორმალობა. ჩვეულებრივად, 12-საათიანი დაკავების ვადა გაიზარდა 48 საათამდე და უბრალოდ, ერთი ფურცელი იქნება შესატანი, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად გვჭირდება დამატებითი დრო, მხოლოდ ეს დაემატება ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემას და ადამიანი 48-საათით აღმოჩნდება ციხეში.

ეს მიმაჩნია უკან გადადგმულ ნაბიჯად და მიმაჩნია, რომ ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ძალიან ცუდ საქმეს ვაკეთებთ ამით და ასეთი დაჩქარებული დროით, ქართველი ხალხის ზურგს უკან ერთი ჩვეულებრივი, მავნებლური, საბჭოთა ნორმა შემოვიღეთ,“ - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.