მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აღარ მინდა პატიმარზე ამდენი ვილაპარაკო“ - პრემიერი სააკაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge

„აღარ მინდა პატიმარზე ამდენი ვილაპარაკო. საკმარისია, ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ. ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, დღეს სიმშვიდეა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნების მეორე ტურმა მშვიდად ჩაიაროს.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.

აღარ მინდა პატიმარზე ამდენი ვილაპარაკო. საკმარისია, ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ. ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო. თქვენ როგორ ფიქრობთ შერიგებაზე? იკითხეთ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ დესტაბილიზაცია მოეხდინა. თუ რა თქმა უნდა ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ქვეყანას ავარიდეთ.

რაც შეეხება სასულიერო პირების მოწოდებებს შერიგებასთან დაკავშირებით, ჩვენი სურვილიც არის ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ დანაშაულზე და ჩვენი ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა გაიაზრონ “, - განაცხადა ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 პირველობას არ თმობს ბოკერია ღალატის ხარისხში, სადღაც ხომ უნდა იყოს პირველი და აქ ნამდვილად პირველია - თაკო ჩარკვიანი