მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით“ - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას განთავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით.

მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი“, - წერს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და გირაო შეუფარდა.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.