მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აქციაზე მყოფი ადამიანებიდან არავინ ფულით ჩამოყვანილი არ იყო“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)

ერთიანი საქართველოს ლიდერი 2020

„ძალიან დამუხტული და მოტივირებული ხალხი იყო აქციაზე. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც 5 ნომერს ხაზავდნენ, მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლამდე ქუჩაში გამოსვლის მოტივაცია არ ჰქონდათ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე იბრძოლებენ, ეს არ არის სამართლიანობა“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ლიდერი, „რომელმაც შეძლო 9 წლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ 50 000 ადამიანის შეკრება რუსთაველზე“.

რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, მათ ყველაფერი ცუდი გადმოიღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აქციას ესწრებოდა, არავინ იქ ფულით ჩამოყვანილი არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერპთაყვანისმცემლობა საქართველოსი დავამთავროთ, იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემები წარმოიშვა ვარდების რევოლუციის დაიწყო, მაშინ, როდესაც მიშამ დაიწყო ერთპიროვნული მმართველობა და ამან სააკაშვილიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა, ქვეყანაც და თითოეული ჩვენგანიც, თორემ სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა და ჩვენ ქუჩაში არ ვიქნებოდით.

მომწონს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ყველანი ლაპარაკობენ კოალიციურ მმართველობაზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, სამართლიან სასამართლოზე. პირადად მე აქციაზე ყველა ჩემი მხარდამჭერით ვიქნები, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და სამომავლოდ დაგეგმილ ყველა აქციაში მივიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 8 წლის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დამადასტურებელი ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

ამავე თემაზე:

📣 ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს

📣 სააკაშვილი რევოლუციონერია და არა პოლიტიკოსი - ალესია ბაცმანი (ვიდეო)

📣673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება; 191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება - ამირან სალუქვაძე ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებს

📣„აქამდე ქართველი ხალხი ელოდა სააკაშვილს და ახლა მიშა ელოდება მათ“ - გუბაზ სანიკიძე