მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ

პარტია მოქალაქის ლიდერი

პარტია „მოქალაქეების“ წევრები არსებული ინფორმაციით პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერს მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.

შეხვედრა სავარაუდოდ პარტია „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლას შეეხება.

„ჩვენთვის პრიორიტეტული არის საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა. ვთქვით, რომ პოლიტპატიმრების საკითხს არ შევეშვებით, დავაყენებთ, ყველგან და ყოველთვის მანამ, ვიდრე რაღაც წარმატებას არ მივაღწევთ. ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაიდგა. მოლაპარაკებას ვაგრძელებთ, რა შედეგით დამთავრდება, გაგაგებინებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გუშინ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მოლაპარაკებების სედეგი იყო.

ელისაშვილის კიდევ ერთი მოთხოვნა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია და თვითმართველობის არჩევნების პლებისციტის სახით გამოყენება.

იხილეთ აგრეთვე:

„ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!“ - ალეკო ელისაშვილი ილიჩოვა-მელაშვილის საქმეზე