პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ყველაზე ღირსეული იქნებოდა, თუ გომელაური გადადგებოდა

პარლამენტის წევრი 2021
1626593244
დაკოპირებულია

„ყველაზე ღირსეული და სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა, თუ გომელაური გამოვიდოდა და იტყოდა, რომ მან 5 ივლისს თავი ვერ გაართვა უფლებამოსილებას და ტოვებდა თანამდებობას“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან სურს პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ აღკვეთა პოლიციამ დაანონსებული ძალადობა.

„მისი მხრიდან ეს იქნებოდა ყველაზე ღირსეული საქციელი და სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი. თუ ეს არ მოხდება, შემდეგ მექნება დანარჩენი კითხვები, რატომ მოხდა, რომ წინასწარ დაანონსებული ძალადობა ვერ აღკვეთეს, სად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები, როცა ქუჩაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, რიგით გამვლელებზე ძალადობდნენ.

რატომ არ გამოიყვანეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და ასე შემდეგ. ეს კითხვები მექნება მასთან“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლები შს მინისტრს 12:00 საათზე პარლამენტთან დახვდებიან.

ისინი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე შესვლას შეეცდებიან, სადაც დეპუტატები მინისტრს მოუსმენენ.

ვახტანგ გომელაურის გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.

„როდესაც ობგუნუჯუსნაირ
შედეგს დებ, სირცხვილით
სახლში უნდა წახვიდე და
საერთოდ პოლიტიკაზე აღარ
ილაპარაკო“ - ხაინდრავა
ოპოზიციურ პარტიებს

„სააკაშვილი რუსულ თამაშს ვეღარ ითამაშებს...

„რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აწყობს და სჭირდება არეულობა უკრაინასა და საქართველოში ერთდროულად“ , - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082784

„ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში; უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082598
ელენე ხოშტარია

„ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის...

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში“, - ასე გამოეხმაურა რუსთავში მომხდარ ინციდენტს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ცუდი სანახავ...

„ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება  დამატე...

„თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.