მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: ყველაზე ღირსეული იქნებოდა, თუ გომელაური გადადგებოდა

პარლამენტის წევრი 2021

„ყველაზე ღირსეული და სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა, თუ გომელაური გამოვიდოდა და იტყოდა, რომ მან 5 ივლისს თავი ვერ გაართვა უფლებამოსილებას და ტოვებდა თანამდებობას“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან სურს პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ აღკვეთა პოლიციამ დაანონსებული ძალადობა.

„მისი მხრიდან ეს იქნებოდა ყველაზე ღირსეული საქციელი და სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი. თუ ეს არ მოხდება, შემდეგ მექნება დანარჩენი კითხვები, რატომ მოხდა, რომ წინასწარ დაანონსებული ძალადობა ვერ აღკვეთეს, სად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები, როცა ქუჩაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, რიგით გამვლელებზე ძალადობდნენ.

რატომ არ გამოიყვანეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და ასე შემდეგ. ეს კითხვები მექნება მასთან“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლები შს მინისტრს 12:00 საათზე პარლამენტთან დახვდებიან.

ისინი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე შესვლას შეეცდებიან, სადაც დეპუტატები მინისტრს მოუსმენენ.

ვახტანგ გომელაურის გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.