მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე მოწერილია: ახალი საოკუპაციო ბოძები მალე დალპება

საოკუპაციო ხაზი

აფხაზეთში, საოკუპაციო ძალების მიერ ბორდერიზაციის განახლების შესახებ კომენტარი გააკეთა სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერილიამ. მან პროცესს სამარცხვინო უწოდა და აღნისნა, რომ აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის „მზურნველობა“ არ სჭირდებათ.

“დღეს, ჩვენ ყველანი ვართ მოწმე იმ სამარცხვინო პროცესის რასაც ჩვენი ჩდიოლერი მეზობელი რუსეთი სამწუხაროდ ეწევა ჩვენს შიდა ტერიტორიაზე. საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, აფხაზეთი კი არის მისი განუყოფელი ნაწილი, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები და არ არიან ისინი რუსეთის ,,მზრუნველობის“ ქვეშ - არ ჭირდებათ მათ არანაირი მზუნველობა ვინაიდან ჩვენ საქართველო ჩვენი მოქალაქეების მიმართ ვიჩენთ პასუხისმგებლობას და ყველას ჩვენივე სახელმწიფოში აქვს თავისუფალი, როგორც გადაადგილების ასევე მოქმედების უფლება.

ასევე მინდა ავღნიშნო ისიც რომ, დღეს როდესაც უჭირს მთელ მსოფლიოს ამ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ყველა თითოეული მოქალაქე რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა მივიღოთ ვუმკურნალოთ შევიფაროთ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“ - განაცხადე ალექსანდრე მოწერილიამ. მისივე თქმით ძალიან მალე ძველთან ერთად ახალი ბოძებიც დალპება და საქართველო გაერთიანდება.

„ის სამარცხვინო პროცესი რაც დღეს მიდის და აქ ცვლიან ესე ვთქვათ დამპალ ბოძებს, ისევე დალპება ეს ბოძები ძალიან მალე და ამ საოკუპაციო სამარცხვინო ხაზსაც ისივე მალე ჩვენ ვერ ვიხილავთ.

ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ერთი წუთითაც ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ საქართველოს გამთლიანება იქნება ძალიან მალე. ჩვენ ვიქნებით ამისი მოწმე თანამონაწილე და ყველა ის ადამიანი ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა ვისაც დღეს ეკრძალება თავის თანამოძმეებთან ურთიერთობა ყველა ეს ადამიანი იზეიმებს იმ დღეს როდესაც ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიოტორიაზე - როგორც აფხაზეთში ასევე სამაჩაბლოში ამის მოწმენი ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით ამდენად ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ, არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხაზს ევროპისკენ იქ სადაც ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად არის გარანტირებული.“