მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ ბატონების მარტო დატოვება არ შეიძლება“ - გახარია მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე (ვიდეო)

ექსპრემიერი გიორგი გახარია

„ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, რომელიც ვერც კი მიხვდა, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს ქვეყნის წინაშე“, - ასე გამოეხმაურა ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეების დაპირისპირებას.

გიორგი გახარიას თქმით, წარსულში დაბრუნება, რის დემონსტრაციასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ახდენს, უნდა დასრულდეს.

„განსაკუთრებით იმ ცირკის შემდგომ, რაც დღეს ვნახეთ, შეუძლებელია ამ ქვეყნის თითოეულმა პასუხისმგებლობიანმა მოქალაქემ თავისი გადმოსახედიდან თავის გარშემო არ მოუწოდოს მოქალაქეებს, რომ 2 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე. რატომ? იმიტომ, რომ ამ ბატონების მარტო დატოვება არ შეიძლება.

როგორც თვითონ აცხადებენ, ესენი არიან ქვეყანაში ორი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის ლიდერები. მეორე - იმიტომ, რომ ეს უკუსვლა უნდა დასრულდეს, წარსულში დაბრუნება, რის დემონსტრაციასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ახდენს.

დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს. დღეს რა მოხდა? ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, რომელიც ვერც კი მიხვდა, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს ქვეყნის წინაშე. შესაბამისად მივიღეთ ის ცირკი, რაც მივიღეთ“, - აცხადებს გახარია.

ინფორმაციისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ნიკა მელიამ მმართველი გუნდის თავმჯდომარეს არაკორექტული სიტყვებით მიმართა, რის საპასუხოდაც კობახიძემ ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებამდე მელიას განუცხადა, რომ ნაძირალაა.

ამავე თემაზე:

👉 ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

👉 უმძიმესია მორალურად, როდესაც კადრულობ და მიადგები იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები და იცი, რომ ეს ადამიანი ამასთან დაკავშირებით მკურნალობდა - მამუკა მდინარაძე

👉 „ქართულ ოცნებას“ შიში ვერ იხსნის მარცხისგან“ - ნიკა მელია