მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ ქვეყანაში უფრო მეტია ისეთი ოჯახი, ვისაც ბავშვის აყვანა უნდა, ხოლო სახელმწიფო შუაში დგას ადამიანებს შორის“- ვახო მეგრელიშვილი

ვახო მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ წევრმა ვახო მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში დიდ პრობლემად ბავშვთა შვილად აყვანის საკითხი დგას.

მისი თქმით, სახელმწიფო იმ ორ ოჯახს შორის დგას, ვისაც ბავშვის აყვანა უნდა და ვინც ვერ უვლის თავის შვილებს.

„დღეს ყველა დამნაშავეს ეძებს და ვინ არის დამნაშავე? შეიძლება ეს იყოს სპირიდონი ან მშობელი, რომელმაც ბავშვი იქ მიაბარა, შეიძლება სახელმწიფო, ან სახალხო დამცველი, ყველას ექნება თავისი წილი ბრალიც და რაღაც დამსახურებაც, რომელიც უსამართლოდ არის იგნორირებული.

დისკუსია ბევრად უფრო ღრმა არის, ვიდრე დღეს დამნაშავის ძებნა. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ადამიანებს ვუყურებთ სხვადასხვა ჯგუფებად და აქედან ვიქმნით წარმოდგენას მათზე. ეს საკითხი ჩვენ პარლამენტში შეიძლება არ გაჟღერებულა, მაგრამ იდენტობის პოლიტიკა ჰქვია და ძალიან დიდი პრობლემაა დასავლეთის სამყაროსათვის.

იდენტობის დაჯგუფება ნიშნავს ქალებად, ბავშვებად, LGBT- წარმომადგენლად, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებად, ღარიბებად და შეძლებულებად რისთვის? - იმისთვის, რომ სახელმწიფომ მათი უფლებები გამოიგონოს და შექმნას ბიუროკრატია, რომელიც ამ ჯგუფებს მათი უფლებების შესაბამისი საჩუქრების დარიგებაში დაეხმარება. თითქოს გაჭირვება იყოს რაიმე უფლების წარმოშობის პირობა.

ბავშვთა უფლებები რას ნიშნავს? წინა მოწვევის ამ პარლამენტმა მიიღო ბავშვთა უფლებათა კოდექსი, თითქმის ერთპარტიული იყო ეს კოდექსი. წინააღმდეგი ამ კოდექსის არავინ არ იყო გარდა საპატრიარქოსი.

მაგალითად ამ ბავშვთა უფლებების კოდექსში, რაც მე მაწუხებს, არის ის, რომ ამ ქვეყანაში უფრო მეტია ისეთი ოჯახი, ვისაც ბავშვის აყვანა უნდა და ბავშვის გაზრდა უნდა, ხოლო სახელმწიფო შუაში დგას იმ ადამიანებს შორის, ვინც ვერ უვლის თავის შვილებს და ვისაც უნდა ამ ბავშვების აყვანა - ეს არის პრობლემა,“- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი