მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ საქციელის შემდეგ დასავლეთიდან ვაქცინას კი არა, შხამს აღარ გამოუგზავნიან - გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე (ვიდეო)

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Pia.ge

„ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა გადავიდეს სერიოზულ შეტევაზე, ამ საქციელის შემდეგ დასავლეთიდან ვაქცინას კი არა, შხამს აღარ გამოუგზავნიან, არც ფინანსურ დახმარებას“, - აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დოკუმენტის გარანტი ევროსაბჭოს პრეზიდენტია და ეს იქნა გაუქმებული.

მისი თქმით, ასეთ ნაბიჯებს რუსეთისკენ მივყავართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი, რომელიც ანტი დასავლურად არიან განწყობილი, მათ მოსწონთ ეს საქციელი.

„ყველაფერია მოსალოდნელი. სხვა საკითხია, რომ თვითონ ხარისხი „გადაგდების“ გაიზარდა, იმიტომ, რომ თუ წინა „გადაგდებები“ უფრო შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განგვეხილა, ამ შემთხვევაში უკვე საერთაშორისო დონეზე გავიდნენ.

დოკუმენტზე მუშაობა დაიწყეს ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა, საათობით ეჯდნენ, გააკეთეს დოკუმენტის ძირითადი ჩონჩხი, მერე ჩამოვიდა დანიელსონი, დოკუმენტზე მიშელს არ უმუშავია. მან უბრალოდ ხელი მოაწერა ამაზე, ეს პროცესი იყო მრავალმხრივი მუშაობის შედეგი.

მოკლედ საქმე ცუდადაა, წარმოიდგინეთ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს რეპუტაცია, რომელიც არის ძალიან შეშინებული და ბუნებრივია, შიში იყო მათი მთავარი მოტივატორი. გაზომეს, დაინახეს, რომ 43% არ იყო გადალახვადი და ისინი იძულებული გახდნენ რეპუტაციის, ღირსების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგათ. ფაქტობრივად, ყველაფერს აზრი დაუკარგეს, ჩვენი შიდა სამზარეულო გადმოეფინა ყველგან.

ქართველი კაცი გინდ პრორუსი იყოს, გინდ პროევროპელი, მას ღირსება აქვს, ყველაზე ცუდი დიქტატორები ავიღოთ, სიტყვას რომ იტყვიან, ასრულებენ, ისინი ხელს არ მოაწერენ, მაგრამ თუ მოაწერენ, ასრულებენ კიდევაც.

ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა გადავიდეს სერიოზულ შეტევაზე. ძალიან დავფიქრდებოდი სანამ ბოიკოტს გამოვუცხადებდი ადგილობრივ არჩევნებს, იმიტომ რომ სრულიად ცხადია, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ დაინახა საარჩევნო კატასტროფა.

ხელისუფლებამ კი წაიღო უკან ეს დოკუმენტი, მაგრამ ის არის ახლა დემორალიზებული, შეშინებული, აქვს პანდემია, დასავლეთიდან ვაქცინას კი არა შხამს აღარ გამოუგზავნიან ამ საქციელის შემდეგ, არც ფინანსურ დახმარებას, შესაბამისად ოპოზიციამ დამანგრეველი მარცხი უნდა მიაყენოს ადგილობრივ არჩევნებზე ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

👉„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს 19 აპრილის ხელშეკრულებას“ - ევროპარლამენტარი საქართველოში ჩამოდის

👉„ქართული ოცნება“ ყველა კოზირს ოპოზიციას გვიტოვებს თუ ჩვენც ჭკვიანურად მოვიქცევით - ვახო მეგრელიშვილი

👉„ვტოვებ პარლამენტს - არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება“ - ზურაბ ჯაფარიძე