მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი, ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის“ - კელი დეგნანი

კელი დეგნანი

ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი, ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი ამერიკის მთავრობიდან. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, რომელიც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პოსტკოვიდის შემდეგ შეძლეს, სწორედ აქ, საქართველოში განხორციელდა.

ვფიქრობ, ეს ჩვენი მხარდაჭერის ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, კომუნიკე, დეკლარაცია, რომელიც დღევანდელ სამიტზე გამოქვეყნდება და რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა მოკავშირის მიერ, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში.

იქნება ჩანაწერები საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასევე ბუქარესტის სამიტის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. არის ნათელი გზავნილები რუსეთისთვის, რომ შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“ - აღნიშნავს კელი დეგნანი.