მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში“ - ზურაბ ჯაფარიძე ანჩისხატის ტაძარში გადაბრძანების შესახებ

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ანჩისხატის ხელოვნების მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანების საკითხს გამოეხმაურა.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოში როგორც სასულიერო, ასევე, პოლიტიკურ და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.

ჯაფარიძის თქმით, ხატი ყოველთვის ეკლესიას ეკუთვნოდა.

„პრობლემა არის კონკორდატი და მისგან გამომდინარე პრივილეგიები, რამაც გადააქცია საპატრიარქო მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ორგანიზმად;

პრობლემა არის მაღალი სასულიერო იერარქების ეთნო - რელიგიური ფუნდამენტალიზმი და საბჭოთა აზროვნება, რამაც, სხვა გარემოებებთან ერთად აქცია საპატრიარქო რუსეთის მთავარ საყრდენად;

ამ ქვეყანაში ესაა პრობლემები, ქსენოფობიაა პრობლემა, შეუწყანრებლობაა პრობლემა, ძალადობის და ანტი ქრისტიანობის ქადაგებაა პრობლემა, ბიუჯეტიდან მილიონების მიღებაა პრობლემა, შავი ჯიპებია პრობლემა, გადასახადებისგან გათავისუფლებაა პრობლემა, მიწების, ტყეების და უძრავი ქონების საარჩევნო მხარდაჭერაში დაბარტერებაა პრობლემა, ფარისევლობაა პრობლემა, რუსეთის მორჩილებაა პრობლემა და ა. შ. და ა. შ.

თორემ ხატი ეკლესიისაა, ყოველთვის ეკლესიის იყო და აქამდეც უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოს
„აუ, ძალიან ძვირფასი ხატია და სახელმწიფო უფრო კარგად მოუვლის“, - საშიში ლოგიკაა, ამ ლოგიკით ყველას შეგიძლია ყველაფერი წაართვა თუ კარგად მოინდომებ და მოუნდომებიათ და წაურთმევიათ წარსულში არაერთხელ.
პ.ს. გასაგებია, რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, მაგრამ მაინც“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისათვის, ანჩისხატის ეკლესიისთვის დაბრუნების შესახებ პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ვიცე-პრემიერს თეა წულუკიანს წერილით მიმართა.