მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამნისტია არის ძალიან სათუთი საკითხი, რომელსაც სიღრმისეული გაანალიზება სჭირდება“ - გიორგი ვაშაძე

ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

ამნისტია არის ძალიან სათუთი საკითხი. სანამ ინიციატივებით გამოვალთ, ამას სიღრმისეული გაანალიზება და მსჯელობა სჭირდება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„გულწრფელად გეტყვით, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ საქართველომ უფრო განვითარებისა და მომავლისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი, ვიდრე მუდმივად წარსულში ქექვა იყოს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების და საზოგადოების ცხოვრების ნაწილი.

ამაზე ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა იყოს და უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელ პერიოდს შეეხება – ეს იქნება 7 ნოემბერი, 26 მაისი თუ ა.შ.

20 ივნისთან დაკავშირებით არის დასავლეთის შემოთავაზება და ეს საჯაროდ იყო განხილული ერთი თვის მანძილზე. ამიტომაც მოვაწერეთ ამას ხელი. სხვა საკითხები ჯერ არ განხილულა და ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

20 ივნისის შედარება 7 ნოემბერთან და 26 მაისთან აბსოლუტურად შეუძლებელია

წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს