მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ისინი პირდაპირ მიუთითებდნენ არა მარტო ამ ჩანაწერის შინაარსზე, არამედ მის მიზანზეც, რომ ეს ფურცელი უნდა გადაშლილიყო და დახურულიყო.

„ეს იყო მათი მიზანი და ჩვენ მივყვებით მათ მიზანს. საერთოდ არ გვინდოდა ამნისტიის კანონი არავითარი ფორმით. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა, ჩაიწერა და ვიღებთ შესაბამისად ამ კანონს. მივყვებით მიშელის დოკუმენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.