მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამჟამად მნიშვნელოვანი შეთანხმების პირველ დაბრკოლებებს ვლახავთ“- ჰარცელი კუჭავასთან შეხვედრის შესახებ

კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდა.

დიპლომატმა პარლამენტის თავმჯდომარე კუჭავასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პარლამენტში ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთად მუშაობას და იმას, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე წინ წავიდეს.

„შევხვედრა მქონდა ახალ სპიკერთან და მივულოცე მას ამ თანამდებობაზე დანიშვნა, ასეთ მნიშვნელოვან დროს. ჩვენ განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების პროცესი, რომელშიც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება. ასევე, ვისაუბრეთ სპიკერის მომავალ ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება, ეს იყო ჩემი ვიზიტის მიზანი დღეს.

როგორც ვიცი ამჟამად ორი პროექტია შეტანილი პარლამენტში, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობს.

მე ახლა არ გავაკეთებ კომენტარს ამ პროექტებში არსებულ დეტალებზე და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად მუშაობას და იმას, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე წავიდეს წინ. ამ ყველაფერზე მიმდინარეობს მსჯელობა და შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ამჟამად ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებისას პირველ დაბრკოლებებს ვლახავთ, რაც ბოლოს მიგვიყვანს იმ რეფორმებამდე, რომლებიც ასე სჭირდება ქვეყანას“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅კახა კუჭავა ევროკავშირის ელჩს შეხვდა

✅კარლ ჰარცელი: შეთანხმების ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი