მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს - ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან მიმართებით იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა და ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი Pia.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან მიმართებით იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა და ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს.

„არ ვარ მომხრე, რომ ამნისტია მივიღოთ, მაგრამ ვარ შეთანხმების ერთგული. თუ თქვენ არღვევთ შეთანხმების ტექსტს, დააფიქსირეთ ღიად და პოლიტიკურად ყველას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამნისტიის აქტი არ მივიღოთ – ძალიან კარგად იცით, რომ ეს „ქართული ოცნების“ინიციატივა არ ყოფილა და საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე „ქართულ ოცნებას“ არ დაუსვამს“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლის ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ.

მისი თქმით, თუ ვთანხმდებით, რომ კანონპროექტი არ უნდა მივიღოთ, მაშინ უნდა აღსრულდეს კანონი ნიკანორ მელიას მიმართ, რომელიც უმძიმეს დანაშაულშია ბრალდებული.

მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური აქტი და არა ჰუმანური.

„ეს არა ვინმეს გამართლების აქტი, არამედ პატიების აქტია. თუ შევთანხმდებით ყველა იმაზე შეგვიძლია შესვენებაც გამოვაცხადოთ, რისთვის დააინიცირეთ ეს კანონპროექტი, რატომ მოეწერა ამ პუნქტს ხელი, ვინაიდან ეს არ ყოფილა „ქართული ოცნების“ ინიციატივა და ეს საკითხი არ დაუსვამს მოლაპარაკების მაგიდასთან. მიგვაჩნია, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანონდამრღვევს უნდა დაერქვას კანონდამრღვევი და პარლამენტის თუ კაპიტოლიუმის შეჭრის მცდელობისთვის პასუხი უნდა აგოს ყველამ. მიგვაჩნია, რომ საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს. ახლა რევიზიას ვიწყებთ, მაშინ ჩემი თხოვნა იქნება, ბატონ შალვასაც ვკითხოთ აზრი, აქვთ სურვილი კანონპროექტის განხილვის, თუ თქვენ საერთაშორისო ექსპერტები გჭირდებოდათ, რატომ დააინიცირეთ საერთოდ კანონპროექტი? და თქვენი კანონპროექტი, ფიქრობთ რომ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.