მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილი: ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს მოქალაქეებს ფიზიკურად ატერორებდა, აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით, ხელისუფლებაში არ არიან და პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს

ანრი ოხანაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს ჩვენს მოქალაქეებს ფიზიკურად ატერორებდა, აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით , მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან და ქართველმა ხალხმა გამოუტანა სამუდამო განაჩენი, რომ ვერასდროს მობრუნდებიან, უკვე პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს და აქვთ ტერორის მცდელობა“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციას არ დავუშვებთ. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებას, ეს არის საგამოძიებო უწყების შეფასება და რა საფუძველი გვაქვს, რომ არ ვენდოთ.

შეფასება არის ცალსახა პროკურატურის მხრიდან, რომ ეს არის ფალსიფიცირებული, გაყალბებული, დამონტაჟებული.

ამიტომ, თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი უჩნდება და განსაკუთრებით თქვენს ტელევიზიას, მიაწოდეთ ან გაასაჯაროვეთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენს ხელთ არის, თუკი მიგაჩნიათ რომ თქვენ უფრო სანდო ხართ, ვიდრე პროკურატურა.

მე არ მაქვს საფუძველი არ ვენდო პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და იმ საკითხებს, რაზედაც მათ ისაუბრეს“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.