მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილმა განმარტა თუ რატომ არ დაუშვეს სხდომაზე მელიას ადვოკატები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მე-10 მოწვევის პარლამენტში, პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ არ დაუშვეს კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატები

ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ მათ არანაირი ოფიციალური განცხადება არ მიუღიათ.

„ოფიციალურად კომიტეტს არანაირი განცხადება, მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებდნენ დასწრებას.

ოფიციალური მომართვა კომიტეტში არ შემოსულა. მეორე საკითხი, ჩვენ სასამართლო არ ვართ, შეუძლია კომიტეტს იმსჯელოს ამ საკითხზეც, რომ ჩვენ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შემდგომ შევიდეთ სიღრმეებში და საქმის მასალები მოვითხოვოთ.

ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას, რისი კომპეტენციას და უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსილება და სხვათაშორის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის გარეთ იმყოფებიან ნიკა მელიას ადვოკატები.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ „რაც გინდათ ის ქენით, თავში ქვა გიხლიათ“- ნიკა მელია

✔️ „კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს“ - სერგეენკო ნიკა მელიაზე

✔️ ნიკა მელიას ადვოკატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს