მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ იყო ეს ქრისტიანული, არ იყო ეს ნორმალური, არ არის  საჭირო ასეთი აგრესიის დაფიქსირება“ - დავით აქუბარდია 5 ივლისის შესახებ

წამყვანი

„ტენდენციაა ასეთი, მათ არ უნდათ განსხვავებული აზრის მოსმენა და ამ დროს ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ვართ თვალი და ყური საზოგადოების“, - განაცხადა ტელეწამყვანმა დავით აქუბარდიამ 5-6 ივნისის მოვლენების შესახებ.

მისი თქმით, საფრთხის წინაშეა ქვეყანა, როცა მოსახლეობას ერთმანეთს უპირისპირებენ.

„5-ში დილას ვფიქრობდი, რომ მედიას დაარბევდნენ, ტენდენციაა ასეთი, მათ არ უნდათ განსხვავებული აზრის მოსმენა და ამ დროს ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ვართ თვალი და ყური საზოგადოების.

ჩვენ ჩვენს უფლებებს ვიცავთ და გული მწყდება ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ აცნობიერებს ამას - ფუნდამენტურ უფლებებს გვირღვევდნენ 5 ივლისს. უფრო საშინელება იყო ლექსოს გატაცება, საშინელი კადრები იყო, პოლიციელები როგორ მიაქანებდნენ ლექსოს ცხედარს.

არ იყო ეს ქრისტიანული, არ იყო ეს ნორმალური, არ არის საჭირო ასეთი აგრესიების დაფიქსირება და მით უმეტეს, ჩვენ თურმე რადიკალური ოპოზიციის მეხოტბეები ვართ.

ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს. მინისტრმა ეგება გააცნობიეროს რა საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. დაუსჯელები დადიან ასობით და ათასობით ადამიანი, ვინც იმ დღეს ჯოჯოხეთში გამოატარა საქართველო. ეს არ უნდა მოვითმინოთ და მოვუწოდებ მას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დააკავოს ყველა.

ყველა მეცოდება ვინც ასე საფლავში მიჰყვება ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებს. არ შეიძლება ხალხი წააქეზო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მომავალზე უნდა ვიფიქროთ.“, - განაცხადა დავით აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴მეუფე იაკობი: ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ

🔴ვახტანგ გომელაურს 18 ივლისს რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ

🔴ჟურნალისტების სია, რომელთაც რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ