მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მგონია ივანე მაჭავარიანი გახარიას გუნდში ვიხილოთ“ - არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გადადგომას გემოეხმაურა. 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა.

„გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა „დღის კურიერთან“ საუბარში თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე ვიხილავთ თუ არა ფინანსთა ყოფილ მინისტრს ექსპრემიერის გახარიას გუნდში ? თალაკვაძე ამბობს, რომ მას ეს არ ჰგონია.

„არ მგონია ასე მოხდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას გუნდი არ ჰყავს წარდგენილი“, - დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ივანე მაჭავარიანმა ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ გია ხუხაშვილი: მაჭავარიანი ადგა და მოტყდა ტექნიკურად