მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მჯერა, რომ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში განმუხტულია“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„არ მჯერა, რომ ახლა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში განმუხტულია, საბოლოო ჯამში მგონია, ასეთი კრიზისები მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით განიმუხტება“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„მე ოპტიმიზმით მაინცდამაინც არ ვარ გამსჭვალული, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერე და იქ არის პუნქტები, რომელთა შესრულებაც მართლა მნიშვნელოვანი მგონია, მათ შორის ახლა მიმდინარეობს დისკუსია და მსჯელობა საარჩევნო ცვლილებებზე.

იქ არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც გაართულებს არჩევნების გაყალბებას და მათი გატანა მნიშვნელოვანი მგონია.

ასევე მნიშვნელოვანი მგონია საარჩევნო ბარიერის დაწევა, რომელმაც უნდა დაასრულოს ქვეყანაში პოლარიზაცია და ორპარტიული დაპირისპირება. ნაკლებად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მართლმსაჯულების ნაწილში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვეთანხმები ზოგადად პათოსს, რომ ამ დოკუმენტის შესრულება და ქვეყნის მიყვანა ადგილობრივ არჩევნებამდე არის მნიშვნელოვანი და შემდეგი ადგილობრივი არჩევნები ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა იქცეს რეფერენდუმად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერობაზე: შეიძლება განვიხილოთ ჩემი კანდიდატურა