მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ შეგარჩენთ 20 ივნისს“ - სამოქალაქო აქტივისტები გახარიას წინააღმდეგ აქციას მართავენ

აქცია გახარიას წინააღმდეგ

„არ შეგარჩენთ 20 ივნისს“ - ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტები „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცის შესასვლელში საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის აქციაზე მოქალაქეების დაშავებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას სთხოვენ.

მათი თქმით, საზოგადოება 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს არ დაივიწყებს და გიორგი გახარიას ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან.

ადგილზე იმყოფებიან კერძო დაცვის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ 17:00 საათზე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცის მე-11 პავილიონში გიორგი გახარია პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაციას გამართავს და გუნდს წარადგენს.