მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვართ, ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით „ოცნება 2“ - გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის

„მე ვადასტურებ, რომ ჩვენ არ ვართ, ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით „ოცნება 2“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან კრიტიკას ელოდა, თუმცა, არა ასეთ დროს და ასეთი ფორმით.

„ველოდი, მაგრამ არა ასე სწრაფად და ასეთი ფორმით. ველოდი, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ობიექტური რეალობაა ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური. ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. მე ვსაუბრობ პარტიის ხელმძღვანელობაზე და არა ყველაზე. ეს იყოს ის, რამაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა მსგავსი მძაფრი განცხადებით გამოსულიყო. ეს განცხადება მისი ტონალობით ჩემთვის იყო აბსოლუტურად მოულოდნელი.

ფსიქოლოგიურად ძალზე სწორად დალაგებული განცხადებაა, რაშიც არის ორი საკითხი. ერთი სიმართლე, რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი და მეორე არის ტყუილი, რომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ჩვენ ვართ „ოცნება 2“, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა გუნდს და სახელმწიფოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნას წერილით გამოეხმაურა, რომელშიც გიორგი გახარიას გუნდისა და სახელმწიფოს მოღალატე უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა, როცა კანონი იყო დასაცავი“ - წულუკიანი გახარიაზე

🔴 გახარიას ქმედებებმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია - ბიძინა ივანიშვილი

🔴 „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება