მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ“ - გომელაური

გომელაური შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ ფარული მოსმენების შესახებ გასაჯაროებული დოკუმენტის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ეს არ არის დოკუმენტი.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა განცდა მას, რომ უსმენენ როგორც შს უწყების ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მას ამის არანაირი შეგრძნება არ აქვს.

„ეგეთი დოკუმენტი მილიონობით შემიძლია გავაკეთო, ეს არ არის დოკუმენტი. თუ გამოსაძიებელი იქნება, შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ“, - აცხადებს გომელაური.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სუსი მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფარულ მოსმენას აწარმოებდა. ასევე, მოსმენებში საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ „მთავარ აქცენტებში“ ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელსაც სუსი ბიძინა ივანიშვილისთვის ამზადებდა. დოკუმენტში აღწერილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების პირადი ცხოვრების დეტალები.

როგორც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, უკანონო მიყურადების ბრძანებებს სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის მოადგილე ლევან ახობაძე და სუსის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ნათია თურნავა ფარულ მოსმენებზე: ეს არის ავადმყოფური ბოდვა