მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არასდროს არავის პროექტი ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები“ - გახარია

პარტაი სამართლიანობისთვის ლიდერი

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის გიორგი გახარიას განცხადებით, მისი პოლიტიკური პარტია არავის პროექტს არ წარმოადგენს, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილის.

„არასდროს არავის პროექტი ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები“, - განაცხადა გახარიამ პარტიის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარში.

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთვის მთავარი პრობლემა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

„ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი, ასევე ის, რომ გვჭირდება სწრაფი განვითარება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც მან განმარტა, მისი პარტია ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუნდის წევრები ერთიანდებიან საქართველოს ძლიერებისთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია

⭕ გიორგი გახარიამ პრემიერობიდან გადადგომის მიზეზები დაასახელა

⭕ „ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“ - გიორგი გახარიამ პარტია დააფუძნა