მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ ჩიქოვანი: მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვიდექი თქვენთან ერთად

მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვიდექი თქვენთან ერთად

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოხატა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

„კიდევ ერთხელ, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ჩვენს ქალაქს დაატყდა თავს. მთელი ამ დღეების განმავლობაში, მხოლოდ მედია საშუალებებით შემეძლო მედევნებინა თვალი იმ პროცესებისთვის, რაც 26 მაისის ქუჩაზე ხდებოდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი, მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ ვიდექი აქ თქვენთან ერთად, თქვენს გვერდით. დღეს უკვე მომეცა საშუალება მოვსულიყავი ტრაგედიის ადგილზე. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩემს ბათუმელებსა და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

პროკურატურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

დანაშაული 6 თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“- პროკურორი

👉 ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლების დანგრევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

„დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა“ - ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

„მუშები უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედელთან“ - ადვოკატი

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)