მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

არჩილ ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

არჩილ ჩიქოვანი მადლობას უხდის ყველა ექიმს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

„დღეიდან ვუბრუნდები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და განვაგრძობ წინასაარჩევნო კამპანიას.მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს, რომლებიც დამეხმარნენ გამოჯანმრთელებასა და კოვიდ 19-ის დამარცხებაში. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში, თანადგომა და მხარდაჭერა გამომიცხადა“, - წერს სოციალურ ქსელში არჩილ ჩიქოვანი.