მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი

ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე

„დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დაიწყო. ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ დიალოგი ქვეყნის ინტერესებშია. ვიტყვი იმას, რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. 

დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივა. ჩვენი დიდი სურვილია, რომ პოზიციები დავაახლოვოთ. ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ და მინდა აღვნიშნო ელჩების პოზიტიური მხარდაჭერა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკების მხარეები მორიგი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

„პირველ რიგში, პოზიტიურია, რომ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო და შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში შემდეგი შეხვედრა გაიმართება. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა შევამოწმოთ ყველა პოზიცია, რომელიც პარტიებს აქვთ და საზოგადოებამ მათ შესახებ იცის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც მან განმარტა, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება არ შემდგარა.

პირველ შეხვედრაზე არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ ძირითადი შეთანხმება მოხდებოდა არ იქნება კორექტული, თუ დღეს კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებ. იმედი მაქვს დიალოგი შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

👉 იხილეთ აგრეთვე:

💠ინაშვილი: კარგი იქნება თუ დიალოგს დავასრულებთ პოზიტიური შედეგით