მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: მართლმსაჯულებამ ნიკა მელიას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც

თალაკვაძე

„როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მონაწილეობს პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, შემდეგ გამომწვევად იხსნის მონიტორინგის სამაჯურს, თავს ესხმის ცესკო-ს სათავო ოფისს და არ იხდის გირაოს - სწორედ ეს არის პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკურად მოტივირებული დესტრუქციული მოქმედებები, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისჯება კანონით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, მართლმსაჯულებამ ნიკა მელიას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც.

„ნიკა მელიამ თავის მხარდამჭერებს უთხრა მე ვარ კანონზე მაღლა, სახელმწიფოზე მაღლა, რადგან ვარ პოლიტიკოსი. ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ კანონი და სახელმწიფო მისთვის არ არსებობს - მართლმსაჯულებამ ნიკა მელიას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.