მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: უკვე ნათელია, ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის გადასაჭრელად

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Pia.ge

„რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, გასულ წელს გააფორმა“,- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ის, რაზედაც პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს გადაწყდა, რადგან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პარლამენტში ერთობლივად მუშაობა საზოგადოების დაკვეთა იყო.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ პირობებს, რომლებსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამ დროს, როდესაც რამდენიმე პარტია რჩება ამ პროცესის მიღმა, ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ამ ხელმოწერის შემდეგ დღეს უკვე ნათელია, თუ ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის გადასაჭრელად.

რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, გასულ წელს გააფორმა. მათ გააკეთეს არჩევანი, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას ემუშავათ პარლამენტში.

მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ამ თვეების განმავლობაში, მოთმინებით ადევნებდნენ თვალს დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ჩვენ პირობას ვაძლევთ მათ, რომ მომავალშიც საქართველოს პროგრესს უზრუნველვყოფთ ერთად“,- განაცხადა თალაკვაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌შარლ მიშელი: დარწმუნებული ვარ, ყველა შეასრულებს თავის წილ საქმეს