მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებობს პასუხისმგებლობები, რომლებსაც გიორგი გახარია ვერსად გაექცევა“ - ელენე ხოშტარია

გახარია ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„ანალიტიკოსებს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რა შანსები აქვს გახარიას და როგორ. ჩემი პრეროგატივა არ არის, ამაზე ვიმსჯელო.

ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, უბრალოდ მთავარი კითხვები არის, რა არის მისი ამოცანა.

ასევე, მთავარი კითხვა არის პასუხისმგებლობები, რომლებსაც ვერსად გაექცევა, დაწყებული 20 ივნისიდან, ზვიად რატიანის საქმე და ბევრი სხვა მძიმე საქმიდან, რომელიც მას უკავშირდება.

ამ პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ჰყოფნის პოლიტიკაში ყოფნის დაანონსება. ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔺 „არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ“- გიორგი გახარია

🔺 ელისო ბოლქვაძე: გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ

🔺 ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და მაქვს, მის განცხადებამდე, ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა - ვახტანგ გომელაური