მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არც ჰიტლერისგან, არც პინოჩეტისგან, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი რამ არ მახსოვს“ - ნათელაშვილი წულუკიანზე (ვიდეო)

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს გამოეხმაურა.

„მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი არ მახსოვს, არც კაცი პოლიტიკოსისგან, არც ჰიტლერისგან, არც ფრანკოსგან, არც პინოჩეტისგან და მისი თანამებრძოლებისგან.

ასეთი რაღაცა, რომ ჟურნალისტის მიკროფონს შეეხო, შეეცადო ჟურნალისტის დათრგუნვა, საქმეები ურჩიო ქურდული წესებით და „მე შენ ბეჭებზე დაგცემ“ - ეს არ ახსოვს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას. რატომ ხდება მაინცდამაინც ასეთი საოცრებები ჩვენს ქვეყანაში, მე განცვიფრებული ვარ“, - აღნიშნა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, წულუკიანი კი აცხადებს, რომ მიკროფონს არჩევნების შემდეგ დააბრუნებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, „მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ამავე თემაზე:

✔️ „როცა ჟურნალისტს უჩნდება სურვილი, ითამაშოს პოლიტიკა, თამაში ასეთი ვიცი მე“ - თეა წულუკიანი (ვიდეო)