პოლიტიკა

„აშშ გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით“ - საელჩოს განცხადება

აშშ-ს დროშა
1627546030
დაკოპირებულია

„ამერიკის შეერთებული შტატები ძალზე შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკან გადადგმული ნაბიჯების გამო.

„ამერიკის შეერთებული შტატები ძალზე შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას.

ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა.

„ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა.

მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის.

საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლობიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას.

ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად.

ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას", ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზედაც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

🔴 „შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“ - ნედ პრაისი

🔴 „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს 19 აპრილის ხელშეკრულებას“ - ევროპარლამენტარი საქართველოში ჩამოდის

🔴 „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

საქართველოს მესამე
პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი Pia.ge

უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ მ...

„ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

„ხომ შეიძლება რომ გავაკეთოთ დაავადებათა და რისკის შემცველი კატალოგი და ვთქვათ, რომ აი, ამ ასაკის ბავშვთა, აი ეს ჯგუფები არიან განსაკუთრებული რისკ ჯგუფები, ეს ხომ შეიძლება? - ამის შესახებ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1635365920

„ამ კვლევის შემოქმედიც ალბათ მიხვდით, რომ ცნობილი „იპსო“ უნდა ყოფილიყო, რომელსაც თუ დაეჯერება ბოლო კვლევებით ოპოზიციას ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს უნდა მოეგო, თუმცა პირველი ტურის შედეგებთან მთელი 10 პროცენტიანი ცდომილება აჩვენა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე IPSOS Global-ის წინასაარჩევნო კვლევას.

1635365477

„ჭკუიდან შეიშალა და გაგიჟდა სრულიად პარტ-ტელევიზიები და მათი გაერთიანების დირექტორი ნიკა გვარამია: უბრალო საქმე ხომ არაა ამდენი ხალხის ხილვა აქციაზე, აქცია, რომელმაც მარტივი რამ თქვა - არა ნაცმოძრაობას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას.

1635364336

„ისტორიული სირცხვილი და უბედურება არ დაგვატყდეს თავს, ამას ვერავინ ვერ ზიდავს და ჩამოირეცხავს“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ფეისბუკ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

1635364291
საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი pia.ge

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: ვფიქრობ, I...

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „მთავარ არხზე“ გამოქვეყნებულ Ipsos Global-ის კვლევას ეხმაურება, რომლის გავრცელება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააანონსა და რომლის თანახმად კახა კალაძეს ხმების - 51,6%, ხოლო ნიკა მელიას - 48,4% აქვს.

„სკაიპით“ რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრ...

„ზუგდიდის მერიაში ვინც ღირსეულია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ყველანი დარჩებიან და, ასევე, შეივსება ახალგაზრდა ნიჭიერი კადრებით. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კორუფციისაგან მერია“, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ქალაქში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა.

„პერსონალურ წყენებზე მაღლა უნდა დადგნენ...

„რაც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“, გასაგებია ვის ხელშია ქვეყანა. მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების დამყარება, სამართლიანობის აღდგენა რომ უნდოდეთ, მეათე წელია ხელისუფლებაში არიან და ყველაფრის თავის ადგილზე დალაგება შესაძლებელი იყო“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი: სამეგრელო ყოველთვის იყო...

„სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება და ძალადობა. სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც სტაბილურობას და განვითარებას აფასებდნენ, არასოდეს იყურებოდნენ წარსულში და ხედავდნენ მომავალს, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის, საქართველოსთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.