მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის საელჩო პომპეოსა და არასამთავრობოებს შორის გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

შეხვედრა აშშ-ის საელჩოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.

„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში.

თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 17 ნოემბერს საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვია. მაიკ პომპეომ შეხვედრა გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, მთავრობის მეთაურთან. პომპეო, ასევე, შეხვდა პატრიარქს ილია მეორეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ზალკალიანი: ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა

🔴 პომპეო გახარიას: ვმუშაობთ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციას უკავშირდება