მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აზრზე მოვიდეთ, ხომ არ გავგიჟდით ყველა, რაებს ვუყურებთ“ - სააკაშვილი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ეხმაურება (ვიდეო)

მესამე პრეზიდენტი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. როგორც ის სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, კრიმინალის ამგვარი გამოვლინებები ქვეყანაში დაუსჯელობის შედეგია.

„საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლის...

ეს უნდა დასრულდეს, ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, საერთოდ შანსი არ გვაქვს მომავლის. აზრზე მოვიდეთ, ხომ არ გავგიჟდით ყველა, რაებს ვუყურებთ. განადგურებული ვარ, არ მაქვს სიტყვები“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.