მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ არანაირი ილუზია არ აქვს“ - თენგიზ ფხალაძე

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

თენგიზ ფხალაძის თქმით, ბაიდენის და პუტინის შეხვედრა ბევრი ფაქტორის გამო არის საინტერესო. ფხალაძე ამბობს, რომ ეს ორი პრეზიდენტის საკმაოდ რთული შეხვედრა იყო.

„შემდეგი შეხვედრისთვის არის 5 საათი დაგეგმილი. წარმოიდგინეთ, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. შეხვედრა უდავოდ მნიშვნელოვანია ბევრი ფაქტორის გამო. ერთი ის, რომ ეს არის პუტინის და ბაიდენის პირველი შეხვედრა, როდესაც ბაიდენი პრეზიდენტია.

ეს არის შეხვედრა იმ ფონზე, როდესაც აშშ-რუსეთის ურთიერთობები ასეთ დაბალ დონეზე არ ყოფილა. ეს არის შეხვედრა, რომელიც მიმდინარეობდა იმ ფონზე, როდესაც ახლახან დასრულდა დიდი შვიდეული, ნატოს სამიტი, ამერიკა-ევროკავშირის სამიტი. სამივე ღონისძიებაზე ერთიანი გზავნილი იყო ის, რომ რუსეთის პოლიტიკა არის მიუღებელი და ერთგვარი ვალდებულება ბაიდენის, რომ ეს გზავნილი ძალიან გასაგებად გადასცეს და აუხსნას რუსეთის ლიდერს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული ფონზე წარიმართა, ეს არის სანქციების და ძალიან მძაფრი განცხადებების ფონი. ამ შეხვედრას უკვე რაც შეგვიძლია ვუწოდოთ და ვივარაუდოთ, ეს იქნება შეხვედრა ილუზიების გარეშე.

ყველამ ძალიან კარგად იცის რა არის რუსეთი, ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ არანაირი ილუზია არ აქვს“, - აღნიშნა ფხალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ჟენევაში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაიდენმა აღნიშნა, რომ „პირისპირ შეხვედრა ყოველთვის ჯობია“. თავის მხრივ, კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვდა საკითხები, რომელიც უმაღლეს დონეზე შეხვედრას საჭიროებდა.

ამავე თემაზე:

🔴 პუტინი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვდა საკითხები, რომელიც უმაღლეს დონეზე შეხვედრას საჭიროებდა

🔴 ვლადიმერ პუტინი ჟენევაში ჩაფრინდა

🔴 ჟენევაში ქართველებმა და უკრაინელებმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აქცია გამართეს