მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, კენჭი იყაროთ თბილისის მერად, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ იყო 20 ივნისის ნეგატიური გმირი“ - მელია

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„რამდენჯერაც გამოჩნდება იმდენჯერ მე მახსენებს და ჩემკენ კენჭების სროლას ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და 2 ოქტომბერს საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი“, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გიორგი გახარიას, რომელმაც ის 20 ივნისის ყველაზე ნეგატიურ გმირად მოიხსენია.

მისი თქმით, თუ გიორგი გახარია საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, მხოლოდ საუბრით არ უნდა შემოიფარგლოს.

„სხვაგვარად ჩემთვის ბატონი გახარია არ წარმოადგენს სამიზნეს, როგორც ჩანს მე ვარ მისთვის სამიზნე, ან ოპოზიციური ერთობა. თუ მას შესწევს შესაბამისი გამბედაობა და უნარი მილიონნახევრიან ქალაქში კენჭი იყაროს, დადგეს კანდიდატად და ნუ შემოიფარგლება მხოლოდ საუბრით“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების დამსახურებით, ნიკა მელია 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი - ნიკა მელია, დღეს თბილისის მერობის კანდიდატია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი?

👉 „გირჩი მეტი თავისუფლება“ ეცდება ჰყავდეს საკუთარი მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 რომან გოცირიძე: ჩვენს კანდიდატს კალაძე მხოლოდ ფეხბურთში აჯობებს