პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ქალაქის ქაოსური განაშენიანება მთავარი პრობლემაა, ხომ არ გგონიათ, რადგან სახელისუფლებო გუნდს წარმოვადგენ, ამ ქალაქს რამე მირჩევნია  

თბილისის საკრებულოს
წევრი
1623409636
დაკოპირებულია

„ქალაქი და მისი არქიტექტურა საზოგადოების სახეა, დღეს ჩვენი სახე არის დამახინჯებული და უნდა გამოვასწოროთ“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ქალაქის ქაოსური განაშენიანება არის მთავარი პრობლემა და პოლიტიკური კუთვნილების გამო ქალაქის ინტერესს არ დააზიანებს. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვისაც, ჩემთვისაც და ყველასთვის ამ ქალაქის ქაოსური განაშენიანება არის მთავარი პრობლემა, ხომ არ გგონიათ, რადგან სახელისუფლებო გუნდს წარმოვადგენ, ამ ქალაქს რამე მირჩევნია და რომელიმე პოლიტიკური კუთვნილება, არა, რა თქმა უნდა. ამას ვაწერ ხელს იმიტომ, რომ მოცემულობას უბრალოდ ვერ შევცვლით და ადამიანებს ვერ გამოვყრით უკვე ნაყიდი სახლებიდან, დეველოპერებს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ და აქ უნდა გავყინოთ ეს სურათი. ამის მერე ვინც მსგავს ჩაიდენს, ციხეში წახვალთ და გაჩერდით, იმიტომ რომ მართლა საზოგადოების სახეა ქალაქი და მისი არქიტექტურა და დღეს ჩვენი სახე არის მახინჯი, უნდა გავყინოთ და გამოვასწოროთ ეს ჩვენი სახე.“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, დეველოპერები, რომლებიც, როგორც წესი, აშენებენ, წინასწარ ყიდიან ამ სახლებს და მერე ისე გადიან, რომ ეს რჩება მოქალაქეების პრობლემად.

„ჩვენ ამნისტიას ვუკეთებთ მოქალაქეების ქონებას და არა დეველოპერების. იმიტომ რომ, დეველოპერების 99 % თავს ანებებს ამ მშენებლობას, უტოვებს მოქალაქეებს და ეს მოქალაქეები ასეთი სახით თავის ქონებას ვეღარ განკარგავენ. ეს არის მოცემულობა. არსებობენ ძალიან არაკეთილსინდისიერი დეველოპერები, რომლებმაც აგვიშენეს სპორტის სასახლის უკან, რაც აგვიშენეს. აგვიშენეს პირველი სკოლის უკან მდებარე კორპუსი და ა.შ. მათ შორის, არსებობენ წესიერი დეველოპერები, რომლებსაც გვინდა თუ არა, აქვთ გარკვეული დარღვევები“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.