პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები და ეს ჩვენ სწორედ კახი კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ

„ქართული ოცნების“ სიის
წევრი ბექა დავითულიანი -
Pia.ge
1623406048
დაკოპირებულია

„ჩვენ ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები და ეს ჩვენ სწორედ კახი კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც აქვს დარღვევები, თუმცა ეს დარღვევები არ ახდენს ზეგავლენას მის უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე

„ჩვენი ქალაქი უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, ამ განუკითხავი მშენებლობის შედეგად ნამდვილად დაზარალდა. პირველი სკოლის უკან გვაქვს მშენებლობა, რომელიც ჩვენი 30 წლის უკანონო და გაუაზრებელი მშენებლობების სახეა და ეს არ დაზარალებულა ჩვენი ხელისუფლების ხელში. ბატონმა მამუკამ ბრძანა, თუ წარმოგიდგენიათ ქალაქი როგორი უნდა იყოსო, კი, წარმოგვიდგენია, ეს დოკუმენტირებული გვაქვს და თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაშია ასახული თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქალაქი. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს სატყეო ზონებით, სარეკრეაციო ზონებით, რომელიც უკვე 5 მილიონ კვადრატამდე გაიზარდა მხოლოდ ამ გენგეგმის მიღებით, ჩვენი ქალაქი უნდა იყოს სატრანსპორტო კორიდორებით, რომელიც ამ გენგეგმაშია დატანილი და უნდა იყოს მულტიცენტრები, რომელიც ასევე ამ გენგეგმაშია დატანილი. ჩვენ ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები და ეს ჩვენ სწორედ კახი კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც ინდივიდუალურად განიხილავს სპეციალური ჯგუფი, რამდენად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომ შეიძლება ეპატიოთ მხოლოდ მათ.

„არ ეხება ისტორიულ არეალს, რაზედაც აქ დიდხანს იყო საუბარი. იმ შენობებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ისტორიულ არეალში, ამ კანონპროექტით ამნისტია არ ეხება. არც იმაზე საუბარია სერიოზული, ვითომ ვიღაცას ვუკეთებთ, კონკრეტულ დეველოპერებს, რომ ვითომ რაღაცა ბრჭყალებში „გავუპრავოთ“. ბავშვები ხომ არ ვართ? რომ გვნდომოდა „გაპრავება“ და შეზრდილი გვქონდეს ეს ბიზნესი რამენაირად ნებართვას მივცემდით და „გაპრავება“ არ დასჭირდებოდა ამისთვის,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.