მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბენ ჰოჯესი: ანაკლიის პორტს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია

ამერიკელი  გენერალი ბენ ჰოჯესი

„შეიძლება სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ ჩემთვის ანაკლიის პორტი წყალგამყოფია“, - ამის შესახებ ვროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჰოჯესის თქმით, ანაკლიის პორტი ნამდვილად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფანი გახდეს.

„ამ პორტს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური კეთილდღეობის და პოტენციალის მოტანა შეუძლია. ის ნამდვილად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფანი გახდეს.

მაგრამ ამის მისაღწევად ქვეყანას ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს და ეს ღრმაწყლოვანი პორტი ამ ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოში ბევრისგან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრისგანაც, გამიგია, რომ ეს ქვეყნის პრიორიტეტია. პორტი პრიორიტეტი რომ იყოს, იქ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იქნებოდა, რაც არ ხდება. ახლა კი რეგიონში მდგომარეობა შეიცვალა.

აზერბაიჯანი საქართველოს კარგი მეზობელია. მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა აზიასა და ევროპას შორის დერეფნად იქცეს, საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ახლო თანამშრომლობა დასჭირდება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში დასავლეთი გვერდზე იდგა და ახლა რუსეთს სამხედრო ძალები კავკასიის სამივე ქვეყანაში ჰყავს განლაგებული - საქართველოში, სომხეთში და ახლა უკვე აზერბაიჯანში, კერძოდ კი მთიან ყარაბაღში. ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის“, - აცხადებს ჰოჯესი.

👉 ინფორმაციისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის პროექტის განხორციელების ხელშეკრულება ოფიციალურად მიმდინარე წლის 9 იანვარს შეწყდა.

👉 მთავრობის განმარტებით, კონსორციუმმა დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

👉 29 ივლისს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის ახალ ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს