მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილი ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, იძულებული გახადა მკვეთრი განცხადებით ეპასუხა“ - თურნავა

მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერია

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ „ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა, რომ მკვეთრი შეფასებით ეპასუხა“.

ნათია თურნავას თქმით, ივანიშვილმა გახარიას გადაწყვეტილება შეაფასა ღალატის ტოლფასს საქციელად და ამ თვალსაზრისით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია დისტანცირებულია პოლიტიკიდან. აქტიურად არანაირი ფორმით არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, როგორც ჩანს ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა მკვეთრი განცხადებითა და შეფასებით ეპასუხა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარიას პარტია იყენებს მის სახელს. თითქოს ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ის არის ე.წ. ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამიტომაც მოხდა მკვეთრი შეფასებები, რაც ასახულია ბატონ ბიძინას განცხადებაში. მან ეს გადაწყვეტილება შეაფასა ღალატის ტოლფასს საქციელად. ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე ამ თვალსაზრისით პასუხი გაცემულია“, - აცხადებს ნათია თურნავა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი თავადაც აფასებს გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების საკითხს და ამბობს, რომ „ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველის დატოვება“.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა მომენტში მოხდა გადადგომა. გადადგომა მოხდა საკმაოდ რთულ და დინამიკურ მომენტში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და რა თქმა უნდა მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრს. ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველის დატოვება“, - დასძინა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებიდან“ ექსპრემიერის გიორგი გახარიას წასვლას განცხადებით გამოეხმაურა. ივანიშვილმა თქმა, რომ „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“.

ამავე თემაზე:

✔️ „ივანიშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკა არ დაუტოვებია“ - ვახტანგ ძაბირაძე

✔️ „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ - გახარია ივანიშვილს პასუხობს

✔️