მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი: მიმაჩნია, რომ ყველაზე გამართლებული ინვესტიცია, ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად, მისი მომავლისთვის გაღებული ხარჯია 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

„არ მიმაჩნია, რომ „გავღარიბდი“. ჩემი კაპიტალი ერთი ქართველის კერძო მფლობელობიდან სრულიად საქართველოს, ყველა ქართველის სამსახურში იხარჯება და ის, რაც ფონდმა შეძლო შეექმნა ან გადაერჩინა, ყველა იმ საუნჯის თანამესაკუთრე ხომ ვართ მე და ჩემი ოჯახი? ვართ და თუ ვართ, მაშინ, რაღანაირად „გავღარიბდი“? ახლა რომ „ჩემია“ ის, რაც გავეცი, არასოდეს ისე „ჩემი“ არ ყოფილა, რადგან ვერავინ გაფლანგავს აწი მას და ვერ გაანიავებს (ვერც მე, მათ შორის). ასე რომ, რასაც გასცემ, მხოლოდ ის არის საბოლოოდ შენი, ამაშია რუსთველის სიბრძნე და სიდიადე. ყოველ შემთხვევაში,  მე, ერთი ქართველი, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილებიც ასე ვკითხულობთ მას.“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კითხვაზე, რატომ არასდროს გაუჩნდა სურვილი, მიეთითებინა სხვადასხვა გამოცემებისთვის, რომ „გაღარიბდა“ და ხომ არ უქმნის გარკვეულ უხერხულობას ის ფაქტი, რომ პასიური პოზიციით, უნებლიედ ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ეს ავტორიტეტული გამოცემები წლების მანძილზე, არაზუსტ ინფორმაციას აქვეყნებდნენ? ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არასდროს მიუნიჭებია.

„შესაძლოა, გარკვეული უხერხულობის მომენტი მართლაც იყოს, მაგრამ მე ამისთვის დიდი მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია. მიმაჩნია, რომ ყველაზე გამართლებული ინვესტიცია, ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად, მისი მომავლისთვის გაღებული ხარჯია. თუმცა, იმასაც ვითვალისწინებ, რომ ფორბსი და ბლუმბერგი, სავარაუდოდ, ამას ასე არ შეხედავს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.